“სულ ვეჩხუბებოდი, ვაღიზიანებდი, ჩემი ბრალია”- რა თქვა სასამართლოზე ქალმა რომელიც ქმარმა დაჭრა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მურმან ყოლბაიას საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

“ლაივპრესის” ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა ბრალდებულის ცოლი, რომელიც აცხადებს, რომ მომხდარი „მისი ბრალია“.

„დაქორწინებამდე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ახლა ოთხი შვილი გვყავს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მან სამსახური ვერ იშოვა და სმა დაიწყო. მე კი სულ ვეჩხუბებოდი, ვაღიზიანებდი. ის არ არის მოძალადე ქმარი. ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა. იმ დღესაც სამსახურიდან დაღლილი მოვედი, ეს კი მთვრალი რომ დამხვდა, გავღიზიანდი და ვეჩხუბე. ჩემი ბრალია. მეგონა სმას მიატოვებდა და იმიტომაც განვაცხადე პოლიციაში, მაგრამ რაც მარტო დავრჩი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება მეც და შვილებსაც. მე ის ახლაც ძალიან მიყვარს“, – აცხადებს “ლაივპრესთან” დაზარალებულმაი ქალი.

ბრალდებულს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი იცავს. მან სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მისჯილი წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მაგრამ მოსამართლე შოთა ბიჭიამ პატიმრობა უცვლელად დატოვა, რადგან მისივე თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, არსებობს ოჯახში ახალი ძალადობის ჩადენის საშიშროება.შეგახსენებთ, დაზარალებულს ქმრის მიერ დანით მიყენებული დაზიანებების შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

“ნიუპოსტი”

loading…

პოპულარული

"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი