ჩემი აზრით, ქალი პრეზიდენტი კარგი იდეაა – აკაკი ზოიძე საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო დასახელებას ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობა იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებისას “ქართული ოცნება” მხარს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.

მმართველ გუნდში ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ქალი პრეზიდენტის არჩევა, საქართველოს იმიჯისთვის მომგებიანი იქნება.

„ქალი პრეზიდენტი, ჩემი აზრით, კარგი იდეა არის საქართველოსთვის იმ როლის გათვალისწინებით და იმ სიმბოლური დატვირთვით, რაც ამ შემთხვევაში ექნება ქალი პრეზიდენტის არჩევას იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს განწყობას,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანიც. ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.

პოპულარული

როგორ იქცევიან სახალხო დამცველის თანამშრომლები ციხეში - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს
"ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება, მაპოვნინეთ რა"- გიორგი გვარჯალაძე საზოგადოებას მიმართავს
სად მიდის წულუკიანი - მინისტრის განცხადება
"თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი" - ინგა გრიგოლია თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი