ჩემთვის კობახიძე არის პოლიტიკური ცხედარი, გარდაცვლილებზე კი არაფერს ამბობენ, ამიტომ მეც არაფერს ვიტყვი – ნიკა მელია

მელია-კობახიძე

ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადადებული სასამართლოს შემდეგ ტვ პირველს პირველი ინტერვიუ მისცა. კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს ირაკლი კობახიძის ნათქვამზე, სადაც ის აცხადებს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში მელია დაუყონებლივ გათავისუფლდება საპატიმროდან, ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკურად გარდაცვლილ ადამიანებზე არაფერს იტყვის, რადგან ის პირები, რომლებიც დღეს განცხადებებს აკეთებენ, არაფერს წარმოადგენენ, პოლიტიკური ცხედრები არიან:

“კობახიძეზე კოემნტარს არ გავაკეთებ, გარდაცვლილებზე არ საუბრობენ, ეს შეგონება პოლიტიკურად გარდაცვლილებსაც ეხება. ეს ადამიანები არაფერს არ წარმოადგენენ, რადგან არიან ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტები. ეს ადამიანები არ არსებობენ, როგორც პოლიტიკური ფიგურები, ესენი არიან დაქირავებული ადამიანები ძალიან მდიდარი პირის მიერ” – განაცხადა მელიამ.

დაწერე კომენტარი