“ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა გენერალო” – ნანუკა ჟორჟოლიანი დევი ჭანკოტაძეს მიმართავს

ნანუკა-დეევი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც დღეს სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, გენერალ დევი ჭანკოტაძეს მიმართავს:

“ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა გენერალო!

სიის ხუთეულში ღირსეულად წარმოადგენთ ქართული არმიის ყველაზე სწორ და უშიშარ სახეს.

იმედი მაქვს მოვახერხებ გამარჯვებას, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ჩემი ბრძოლა ღირსეული იქნება და კონკურენტების დამცირებაზე, დაკნინებაზე და ლანძღვაზე არ გაივლის.

უკვე ვხვდები რომ საინტერესო ამბავში შევედი. მახარებს ფაქტი რომ წარდგენის მთავარი თემა ხონი, ვანი, სამტრედია, წყალტუბოა ის ხალხი იმსახურებს ასეთ ყურადღებას” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

დაწერე კომენტარი