“ჩემთვის გმირობაა, იცავდე ქალზე “მოძალადეს…” – განო მელითაური მარიამ კუბლაშვილს სოლიდარობას უცხადებს

რეჟისორი და ყოფილი ტელეწამყვანი განო მელითაური თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

მელითაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ყოველდღიურობის კომუცია ზოგჯერ გვაბნეევს, გვიტაცებს ! თავს გვაკარგვინებს, გვქანცავს, ჩიხში შევყავართ ან ახალ კარს გვიხსნის…ზოგჯერ ადამიანებს გვახვედრებს, რომელთაგან ბევრს ვსწავლობთ ან ისეთებს ჩვენგან რომ ისწავლიან…

ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული რამდენად სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და როგორ მოვიგერიებთ მოულოდნელ დარტყმებს… ვიქნებით თავჩახრილები თუ არ შეგვრცხვება საკუთარი პრინციპების!

ცისფერი ბურთი უსასრულო სამყაროს ნაწილია, რომელიც რეალურად ადამიანების, უცხოპლანეტელების და გალაქტიკების ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის სინერგიით არსებობს – ყველა მოქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვება და ახალ ენერგიას ბადებს …

გონი კი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო – შეგრძნებებზე ზემოქმედებასაც მარტივად ახერხებს!

ბრუნავს ეს ჩვენი ბურთი და მთელი ძალით ვებღაუჭებით საკუთარ სისუსტეებს, ვცდილობთ სხვების შეცდომები საკუთარი ცრუ ამბიციების გასამართლებლად გამოვიყენოთ.ვიჭორიკნოთ, დილეტანტური შეფასებები გავაკეთოთ, ვიჩხუბოთ, ცილი დავწამოთ, თავი დავიბრმავოთ და ვიქირქილოთ ზურგს უკან…

არადა მარტივია – ჩვენს მიერ არჩეული გზა უპირობო ერთგულებას, თავგანწირვას და ხშირად საკუთარი ინტერესების დავიწყებას გვავალდებულებს! დაე გაშანტაჟონ,გაგკიცხონ,ცილი დაგწამონ! თუ გწამს,ბოლომდე დადგები!

– მენაგვე ნაგავს ქუჩაში ვერ დატოვებს

– ექიმი პაციენტს ვერ გაიმეტებს სასიკვდილოდ !

– გიჟს, მკვლელს, მოძალადეს და ავანწიურისტს თანაბრად ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება!

ხშირად არჩეული მორალური პრინციპების ტყვეობაშიც ვექცევით, რადგან სიმართლის გზა ეკლიანი და უკომპრომისოა!

ვერ არჩევს ქალს და კაცს, საზოგადოებაში გამეფებულ დოგმებს სოციალურ თუ გენდერულ ჭრილში!

უპირობოა პროფესიონალის გზა,მითუმეტეს ,როდესაც პროფესიად ადამიანების დაცვას ირჩევ!ჩემთვის გმირობაა იცავდე ქალზე “მოძალადეს” როდესაც თავად ხარ ძალადობის მსხვერპლი!იგერიებდე ამდენ აგრესიას,  მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ საქმეს მაღლ დონეზე ასრულებ!

ცხადია თეთრს და შავს სასამართლო დაადგენს!

ცხადია სოლიდარობა ქვეყნად ყველა ძალადობის მსხვერპლსგ ა ნ უ რ ჩ ე ვ ლ ა დ სქესისა!

ცხადია ჩემი სოლიდარობა პროფესიონლს და ა დ ა მ ი ა ნ ს

იმედია და მჯერა იცი რისთვისაც იბრძვი,ველი გამოძიების მსვლელობას!”, – წერს განო მელითაური.

დაწერე კომენტარი