“ჩემთვის გასაკვირი იქ არაფერი მომხდარა” – ლიეჟის მოვლენებზე მინისტრთა კაბინეტი პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს

თეა წულუკიანი

მინისტრთა კაბინეტის წევრები ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, მას იქ არაფერი დაუნახავს ისეთი რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან არ ელოდა. თეა წულუკიანის განცხადებით, განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„ჩვენ ვიხილეთ ის თუ როგორ ცდილობს ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება, რომ ნოსტალგიით შეპყრობილი, რომ საქართველოში ვერ ჩამოდის და ვერ აწყობს 7 ნოემბერსა და 26 მაისს, ლიეჟში მოახდინოს განსხვავებული აზრის მისეული ტრადიციული მეთოდებით ჩახშობა. თუ ეს არის ემიგრანტებთან შეხვედრა მაშინ ყველა უნდა იყოს დარბაზში დაშვებული და განსხვავებული აზრიც უნდა იყოს შეწყნარებული. მაგრამ ჩემთვის გასაკვირი იქ არაფერი მომხდარა. სააკაშვილმა ისევე როგორც ამას აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბელგიაში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე განვითარებული მოვლენები გაუგებარი აღმოჩნდა ჯანდაცვის მინისტრისთვის. დავით სერგეენკოს თქმით, მან დაინახა არეულობა და ვნებათაღელვა, მაგრამ ვერ გაიგო მიზეზი.

„გუშინ რაღაც მომენტებს ვუყურე და დასკვნა გამოვიტანე ერთი ის, რომ ძალიან დიდი არეულობა და ვნებათაღელვა სუფევდა. რატომ ხდებოდა ეს ამის რაღაც დასკვნის გამოტანა გამიჭირდა მართალი გითხრათ,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რევოლუციურ სცენარს ხედავს ლევან დავითაშვილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის ბოლო დროინდელი განცხადებებიც სწორედ ამას მიუთითებს.

„რაც ჩვენ დავინახეთ და რასაც ჩვენ ვხედავთ განცხადებებს ოპოზიციური ძალის, უპასუხისმგებლო ნაციონალური მოძრაობის ეს უკავშირდება ისევ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობას, რევოლუციური სცენარების  პროპაგანდირებას და ა.შ. რაც ვფიქრობ რომ უპასუხისმგებლოა და ამას არ ექნება მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიერ,“-განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან ინციდენტებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა დარბაზში შეჭრის მცდელობებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ პირებმა ვინც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. შეხვედრის მონაწილეებმა დარბაზიდან ახალგაზრდა მამაკაციც გამოიყვანეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის წყლით სავსე ბოთლის სროლას აპირებდა. 

პოპულარული

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
"ვერ შეგვაშინებთ" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკართან აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაუშვა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს აგინა - რუსული მედიის მთავარი გზავნილი რ2-დან ჟურნალისტების გაშვებაზე
ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
"რუსთავი 2" ჟურნალისტებმა დატოვეს - კურიერმა მაუწყებლობა შეწყვიტა
„ივანიშვილის სახელით არაფორმალური გარიგება შემომთავაზეს... მე მათ ვუთხარი უარი“ - ნოდარ მელაძე შეხვედრის დეტალებს ჰყვება
დაწერე კომენტარი