აგვისტოს ომი და ჩაშლილი მოლაპარაკება პარიზთან – განცხადება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო საიდუმლო გასცა

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც მან სახელმწიფო საიდუმლოება გასცა. საუბარია 2007 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში გასაჯაროებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საქართველო საფრანგეთიდან 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ხომალდების შემოყვანას აპირებდა.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებით  სწრაფად დაინტერესდა რუსული მედია, რომელთანაც ზურაბიშვილმა თავისი ნათქვამი დაადასტურა და დაამატა, რომ მისთვის უცნობი იყო ვინ იყო მტერი, რომელსაც შეეძლო საქართველოში ზღვიდან შემოღწევა და ამიტომ მისთვის გაუგებარი იყო რაში სჭირდებოდა ასეთი ხომალდები საქართველოს.

ამ განცხადებებიდან ერთ წელში რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო.

ხომალდების შესყიდვის იდეა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა. ფრანგული მხარე დაინტერესდა, მაგრამ გემებზე შეიარაღების, მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემების დაყენებაზე უარი თქვა. ყველაფერ ამის გარეშე საქართველო მიიღებდა გემების კორპუსებს და საბრძოლო ხომალდებად მათ ქცევაზე თავად უნდა ეზრუნა.

ორი ხომალდის დამატება  ქართულ საზღვაო ძალებს სერიოზულ საბრძოლო პოტენციალს შემატებდა, თუმცა საფრანგეთთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

პოპულარული

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
„კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან“ – ვახო სანაია თორნიკე შენგელიას
ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ვინ წამოიყვანა თეთრმა „პრიუსმა“ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არაგვის ხიდიდან?
დაწერე კომენტარი