,,შიმშილისთვის ნუ გაიმეტებთ ქვეყანას, რუსულ კორუფციულ სივრცეში, მხოლოდ ერთი ჯგუფი ცხოვრობს კარგად”- ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი-სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

,,არა ! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას , ბრალი დასდო, ომის დაწყებაში!
არა ! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც არ აცის ქართული სახელმწიფო ენა
არა! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომლისთვისაც აფხაზეთი და სამაჩაბლო განგრენაა და უნდა მოიკვეთოს!
არა! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც მხარს უჭერს, ამ ქვეყნის, მარიხუანის წარმოების ქვეყნად გადაქცევას.
არა! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც ჯარი უნდა ჩაიბაროს, იმიტომ ,რომ დაშალოს.
არა! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ჩადის ახალქალაქში და მისი არადიპლომატიური განცხადებებით, მიზანმიმართულად ეროვნებათშორის, შუღლს აღვივებს, რაც საქართველოსთვის დამღუპველია.
არა! საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც შეურაცხმყოფელია, ჩვენი დიდი კულტურის და ისტორიის მქონე , ქვეყნისთვის, რომელმაც ამ ინსტიტუციით, უნდა იაროს, მთელს მსოფლიოში და თავი მოსჭრას ჩვენს ქვეყანას და ცილი დასწამოს, საკუთარ ტერიტორიაზე, ომის დაწყებაში!!! და ბოლოს!! და ბოლოს!!
შიმშილისთვის ნუ გაიმეტებთ ქვეყანას, რადგან რუსულ , ფეოდალურ, კორუფციულ სივრცეში, მხოლოდ ერთი ჯგუფი ცხოვრობს კარგად, ისინი, ვინც ამ ფეოდალს და მასზე ან მის კორუფციულ ჯგუფზეა დამოკიდებული, სისტემა ასეთია, ამ ტიპის მართვისა, ფეოდალი გადაუგდებს ერთ ჯუფს “დახმარებას პაკეტს” სახრავად, და ისინი, მათზე დამოკიდებულ პატარ პატარა ჯგუფებს “მოუტეხავენ- უწილადებენ” საკვებს, არ არსებობს საშუალო ფენა, არსებობს მდიდარი და ღარიბი, აქაც ასეა და ახლა ამ ყველაფერს ბეჭედს დაუსვამენ 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილის სახით, ამიტომ უარი უნდა უთხრას ხალხმა სალომე ზურაბიშვილს!! ეს თქვენი გადარჩენაა!! ეს უარი – ქვეყნის განვითარების გზის არჩევაა- არა ფეოდალურ, კორუფციულ სახელმწიფოს! არა ზურაბიშვილს!!!!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი