ჩანაწერების საქმე – პროკურორი სატელეფონო საუბარს ფალსიფიკაციას უწოდებს, ბერამ კი თავის დროზე აღიარა ყველაფერი და თავიც იმართლა

ბერა

ჩანაწერების საქმე – გენერალურ პროკურატურაში პროკურორ ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს, რომელიც ნოდარ მელაძის შაბათში გასულ სიუჟეტს უკავშირდება და ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო ჩანაწერს ასახავს.

გულუაშვილმა “შაბათის ეთერში” სატელეფონო ჩანაწერს ფალსიფიკაცია უწოდა, თუმცა, ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე ბერამ აღიარა, რომ ასეთი ტიპის საუბარი შედგა და თავიც იმართლა – დედის გინებაზე თვალს ვერ დახუჭავდა:

“მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.
ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს” – განაცხადა გულუაშვილმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი