ვალების ჩამოწერის პროგრამისთვის “ქართუ” მილიარდ-ნახევარი ლარის ნაცვლად, 10-ჯერ ნაკლებს დახარჯავს

ბიძინა ივანიშვილს კრედიტების ჩამოწერა არა დაანონსებული მილიარდნახევარი, არამედ ათჯერ უფრო ნაკლები, 150 მილიონი დაუჯდება. ხელშეკრულების ასლი, რომელიც „ქართუ“ ფონდმა დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გადაუგზავნა, „კურიერს“ სანდო წყარომ გადასცა.

ფონდი „ქართუ“ საფინანსო ინსტიტუტებს პრობლემურ სესხებში ძირი თანხის 9-დან 14 პროცენტამდე უხდის. მიკროსაფინანსოებს არ უნაზღაურებენ არც დაგროვილ პროცენტებს და არც დარიცხულ საურავებს. თუ მოქალაქის სესხი 1000 ლარია, ბიძინა ივანიშვილი მის ჩამოსაწერად 90-დან 140 ლარამდე თანხას გადაიხდის და არანაირი დამატებითი ხარჯი არ ანაზღაურდება.

ხელშეკრულების მიხედვით, ფონდი „ქართუს“ კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ დოკუმენტაცია 6 წლის განმავლობაში არ გაანადგუროს და ფონდს ჰქონდეს წვდომა იმ ადამიანების პირად მონაცემებს, ვისაც ივანიშვილმა სესი ჩამოაწერა.

გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდი ზარალს იღებენ, რადგან თუ მათ მოქალაქეებისგან დავალიანების ამოსაღებად სასამართლო დავები აქვთ დაწყებული, „ქართუ“ ამ მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს არ ანაზღაურებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ პროგრამით ვერ ისარგებლებს 600 ათასი მოქალაქე, როგორც ეს წინასაარჩევნოდ იყო ნათქვამი. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ვალების ჩამოწერა დიდი აფიორაადა მოქალაქეები ამაში თავადვე მალე დარწმუნდებიან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციას პასუხობენ და ამბობენ, რომ ამომრჩეველი შეცდომაში არ შეუყვანიათ და ინიციატივას მთავრობა ფონდ „ქართუსთან“ ერთად განახორციელებს.

სესხების განულება 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე არ არის მზად ვებგვერდი, სადაც მოქალაქე პირადი მონაცემებით გადაამოწმებს, ეხება თუ არა მას კრედიტის ჩამოწერა.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი