ჩამონათვალი: რომელი შეზღუდვები შენარჩუნდება და გაუქმდება 23 მაისიდან საქართველოში

შეზღუდვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა დეტალურად ისაუბრა, რომელი შეზღუდვები გაუქმდება და ასევე, რა შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან საქართველოში.

„დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, მოგვცა საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს, ღამის 12 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს კომენდანტის საათი.

მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ „კოვიდ-19“-ის გავრცელება,  უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება – ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომელიც გულისხმობს და, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც და ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე,  ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანაში  შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, საუბარია პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.

„გარდა ამისა, 23 მაისის შემდეგ ძალაშია შემდეგი შეზღუდვები: რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება, ასევე ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავაც შეზღუდული, გარდა ონლაინვაჭრობისა. ასევე შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ. შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აქვე დავძენ, რომ სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცავს მოთხოვნები, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

„ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
„სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი“ - ნინო ნადირაძე
დაწერე კომენტარი