“ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით” – სოხუმში პალმების გაჩეხვა დაიწყეს

აფხაზეთი

სოხუმში ე.წ. გრძელცხვირა მავნებლის გამო, პალმების გაჩეხვა დაიწყეს. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, მავნე მწერი იმდენად გავრცელებულია, რომ ქალაქის ქუჩებიდან უკვე ეზოებსაც მოედო. ინფორმაციას “AMBEBI.GE” ავრცელებს.

“ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ” კი გამოსავალი იპოვა – მწერისგან გამხმარი და დაა­ვადებული პალმების მოჭრას შეუდგა.

“ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის” წარმომადგენლის საველი ჭითანავას თქმით, აზიურმა ფაროსანამ ხილბოსტნეული და კულტურული ნათესები გაანადგურა, რის შემდეგაც ციტრუსს შეესია. მის კვალდაკვალ კი აფხაზეთში ზღვისპირა ქალაქებში გრძელცხვირა ხოჭო გამოჩდა, რომელიც ხის ქერქის ქვეშ ბინადრობს და საბოლოოდ, მცენარეს ახმობს.

ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზეთის “ხელმძღვანელობის” გადაწყვეტილებას, პალმების მოჭრასთან დაკავშირებით, უკიდურესად კრიტიკულად ხვდება.

“ერთადერთი, რის გამოც აფხაზეთში, გაგრსა და სოხუმში დამსვენებელი ჩამოდიოდა, ბუნება იყო და ისიც ვეღარ შეინარჩუნეს. პალმის მავნებელს ვეღარ უშველეს და მოჭრაში იპოვეს გამოსავალი. დღეს გამოვიარე, ათობით პალმა ეგდო გზის პირებზე. მთელ სოხუმში 20-მდე მოვჭერითო, არადა, 50-მდე მხოლოდ მე ვნახე. არავინ ვიცით, ხვალ სად გავიღვიძებთ, რა რეალობაში, მაგრამ მაინც ღრმად გვძინავს,” – წერს სოხუმელი ციური ანუა.

“გაიარეთ სანაპიროზე ქალაქიდან ერთი-ორი კილომეტრის იქით, დაბომბილია მთელი ნაპირი, ვინმე აკონტროლებს რა რაოდენობით თევზს იჭერენ ამ ქვეყანაში ბრაკონიერები ან სად მიაქვთ, ვის მიაქვს, რითი იჭერენ და ან წლის რა დროს? აფეთქებების გამო დაყრუებულია მოსახლეობა და სანაპიროზე ათმეტრანი ორმოებია გაჩენილი. ავდგეთ და ჩავაბაროთ ვინმეს ეს ქვეყანა, მაინც ვეღარ ვუვლით და ვიდრე სულ გაპარტახებულა, სხვა მაინც გამოიყენებს,” – წერს ალხაზ წვინარია.

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი