შსს-მ ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი დააკავა

გიორგი ჭელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი
დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ,,საქართველოს
ეროვნული ერთობის” წევრი, 1986 წელს დაბადებული გ.ჭ დააკავეს. დანაშაული
2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ
ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული
ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო,
რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ
შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი