შსს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პოპულარული

დედაქალის მერს ნერვებმა უმტყუნა - კახა კალაძემ ვარკეთილში, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილის რჩეული ე.წ კანონიერი ქურდია? - ვის გამო დაანგრია სექს-სიმბოლომ ოჯახი?
უკრაინული იარაღის მწარომებლის უახლესი ტექნოლოგია, რომელმაც დონბასში მყოფ რუსულ საოკუპაციო ძალებში პანიკა გამოიწვია (ვიდეო)
ივანიშვილის პირად „რეჟისორს“ გოგა ხაინდრავას, პრემიერმა გახარიამ, პანდემიის დროს, ხალხისთვის განკუთვნილი 4 მილიონი ჩამოაწერა - სკანდალური დოკუმენტი
დაწერე კომენტარი