შსს – ს თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მეექვსე სასაზღვრო სექტორის  დასაცავი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 140 აბი „პირალგინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინის მარილს შეიცავს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”-ნათვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

loading...

პოპულარული

სასტიკი მკვლელობა გუდაურში - საქმის უმძიმესი ვიდეომტკიებულება
სასტიკი მკვლელობა გუდაურში - დაკავებული ყოფილი სამხედროა
"არაბმა შეიხმა, იბიცაზე, ჩემში 60 მილიონი გადაიხადა - ყველაზე ძვირადღირებული ესკორტი ვიყავი, ამას არ ვმალავ..." - ლელა მიქელაძე
ოცნების მაღალჩინოსნის დედის კომპანიამ 105 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
დაწერე კომენტარი