შსს-მ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული ბ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ   სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი და 13 ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაწერე კომენტარი