შსს-მ გურიაში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ ბრიფინგი  გამართა. მისი განცხადებით, პოლიციამ გურიაში ქურდული სამყაროს წევრი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ლანჩხუთში 3 პირისთვის ფულის გამოძალვის და ქურდული გარჩევის მიზნით, ე.წ. კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიას მიმართა.

გასული წლის აპრილიდან ასეთი ტიპის დანაშაულზე სასჯელი გამკაცრდა. ქურდულულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული საქმიანობის მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა ისჯება 3-დან 15 წლამდე.

ბოცვაძის განცახდებით 2018 წლიდან დღემდე შსს-მ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ქურდული და კრიმინალური სამყაროსთან დაკავშირებული198 პირი დააკავა. მათგან 13 ე.წ. კანონიერი ქურდია, 28-ს კი ბრალი ახალი მუხლებით წარედგინათ.

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი