შსს მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დაკავების ვიდეოს ავრცელებს

პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. შსს ბრალდებულის დაკავების ვიდეოს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

პოპულარული

მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი