
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა შორენა ბუხრაშვილმა სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკრებულოს წევრის ბიუროს კეთილმოწყობის, ჯანდაცვისა და სხვადასხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავს.
მისივე თქმით, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას უწევს მოქალაქეებს.