“შურისძიების მიზნით, მოპედით მიმავალ 17 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა”- ფოლადაანთკარში მომხდარი დანაშაულის დეტალები

ბიჭი

გასული წლის 21 დეკემბერს დაღუპული ცოტნე აღდგომელაძის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

ცნობილია, რომ გზაზე მოპედით მიმავალ 17 წლის ცოტნეს ვანო ზანდარაშვილი ავტომობილით დაეჯახა, როს შემდეგაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი და მთავარი თვითმხილველი 17 წლის ბიჭის ბიძა იაგო ჯიქურია.

ცნობილია ისიც, რომ დაკავებულ ზარდიაშვილს ცოტნე აღდგომელაძესთან სოფლის მაღაზიასთან დაპირისპირება მოუხდა.

პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზარდიაშვული ცოტნე აღდგომელაძეს მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი მომაკვდავი ბიჭი მარტო დატოვა.

პროკურატურა მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს.

“საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი – ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”- წერია განცხადებაში.

დაწერე კომენტარი