შინდისში, ბარათაშვილის ქ.№9-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არაჩვაძემ, მოადგილეებთან და ამავე რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, შინდისში, ბარათაშვილის ქ. №9-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე და მათი უსაფრთხოების მიზნით, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ძველი, ამორტიზირებული კედლის დემონტაჟი და მოეწყოს მყარი ბეტონის კედელი.
პროექტის ფარგლებში, 33 გრძივი მეტრი ბეტონის კედელი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 50 800 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ლაგო“ აწარმოებს.

solva.ge
loading…
გააკეთე კომენტარი!