შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ანტიკვარული ნივთების ქურდობის ფაქტი გახსნა

შს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987  წელს დაბადებული გ.ს.,  ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და  ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული, ასევე, ანტიკვარული ნახატი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვა.
პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას,  ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

loading…

პოპულარული

ამომრჩევლის მოსყიდვის მასობრივი შემთხვევები - გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს
პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნა - ოპოზიცია განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს
„აუცილებლად უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“ - ბაჩუკი ქარდავა პედაგოგებზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
ბახტაძე მიდის, ვინ გახდება პრემიერი - გახარია თუ ცქიტიშვილი? - რა ინფორმაცია ვრცელდება კულუარებში
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი მისი დაბადების რიცხვის მიხედვით
დაწერე კომენტარი