შიდაკლანური დაპირისპირება მთავრობაში: გახარიამ სურვილის მიუხედავად ვერ მოხსნა, თურნავა, ტიკარაძე, მაჭავარიანი – რა ელის გახარიას?

გიორგი გახარია

რა ხდება ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ და რა ბედი ელის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის პირობებში დამოუკიდებელი არ იყო. “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის ინფორმაციით, გახარიამ, საკუთარი სურვილის მიუხედავად, ვერ გადააყენა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. ამ ყველაფრის მიზეზი კი, კილაძის თქმით გავლენიანი მფარველებია:

“აქამდე ის ვერ იყო დამოუკიდებელი, საკადრო ცვლილებებს ვერ ახორციელებდა, მან ვერ მოხსნა ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა, რომლის მოხსნაც უნდოდა ნამდვილად. ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თურნავას პრემიერი ჩხარტიშვილია და არა გიორგი გახარია და ყველა მისი გადაწყვეტილება გახარიას ნაცვლად ვანო ჩხარტიშვილთან თანხმდება. ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც არის ძალიან წარუმატებელი და ივანე მაჭავარიანი, მაგალითად, ქობულიას მემკვიდრე, რომელსაც ბოთლი ესროლა პრემიერმა და ვერ მოხსნა ის თანამდებობიდან, იმიტომ რომ მასაც ყავს გავლენიანი მფარველები, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი, ეკონომიკურ გავლენებს ვერ მართავს გახარია და ნულოვანი გავლენა აქვს, თუ გახარია საკადრო ცვლილებებს მოახერხებს, მაშინ იქნება ის დამოუკიდებელი” , – აცხადებს “მთავარ არხთან” კილაძე.

ელისო კილაძე ე.წ. კობახიძის გუნდსა და შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობს.

“მე ვციტირებ მას, კობახიძემ საკუთარ გუნდის წევრებთან თქვა, რომ “ემვედე” უნდა დავითრიოთ, და ეს “ემვედეს დათრევა” ნიშნავდა გომელაურის წინააღმდეგ წასვლას, ისინი გომელაურის წინააღმდეგ ამ პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ლობირებდნენ, მაგრამ პასუხად მიიღო ის, რომ გომელაური მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა” – ამბობს ელიკო კილაძე “დღის სტუმარში” საუბრისას.

დაწერე კომენტარი