„შვილები დანით მიჩეხეს” – მკვლელობა ხაშურში ოჯახურ კონფლიქტსა და შურისძიებას უკავშირდება

ხაშურში ცივი იარაღით 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტსა და შურისძიებას უკავშირდება.

მამაკაცს კონფლიქტი, სავარაუდოდ, მისი ყოფილი რძლის ახალ ქმართან მოუვიდა. ცოტა ხნის წინ ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ბუზიაშვილების ოჯახის თქმით, სადაც კონფლიქტი მოხდა, მათთან გუშინ ღამე უცხო მამაკაცი მივიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი შვილი სტუმრებთან შესახვედრად გავიდა. რის შემდეგაც მას ოთხმა მამაკაცმა ცემა დაუწყო.

ოჯახის ინფორმაციით, ოთხივე მამაკაცი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ჭრილობები მიაყენეს.

„გავიგონე საწოლში ხმა, რას ელაპარაკები ამდენს, მოკალი, ვიღაცამ თავში რკინა დაარტყა. დედამთილს ცალკე გუდავდნენ, მე ვეგონე ალბათ. მაზლს რკინა ურტყეს თავში. ჩემს ქმარს ცემდნენ, თავი გადაუპეს,“- განაცხადა ნინო ამყოლაძემ.

მისი თქმით, ყოფილი მაზლი უკმაყოფილო იყო, რადგან ქმარს გაშორდა და სხვაზე დაქორწინდა.

“მაზლი ვერ მპატიობდა, რომ მე გავშორდი და მერე გავთხოვდი. მაზლი მემუქრებოდა, ქმარი პირიქით მეუბნებოდა, წადი იყავი ბედნიერი,”- აღნიშნა ამყოლაძემ.

სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილები არიან ძმები ბუზიაშვილები, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.

„შვილები დანით მიჩეხეს,“- აცხადებს გოგოს დედამთილი.

loading…

პოპულარული

"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“ - ვაშაძე "ოცნებას"
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი