“შე ჩარჩო, გეგონა, რომ დამოუკიდებლობისთვის ხუთი ათას ლარზე გავიყიდებოდით ოჯახი?” – ჩარკვიანი ივანიშვილს მიმართავს

თაკო

cyc

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი  ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში მიმართავს:

„გვარამია არ გაწუხებს შენ, არც მიშა სააკაშვილი გაწუხებს, შენ გაწუხებს ყველა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. შენ სავაჭროდ გჭირდება ეს ორი ადამიანი. ერთი ადამიანი ვიყავი, ერთადერთი ოპოზიციაში, რომელიც ვამბობდი, რომ შერიგებისკენ წავიდეთ მეთქი, სულ ამის მომხრე ვარ, პირველი ვიქნები თუ შენ ახლა არ მიიღებ ზომებს რაც ჩემს სამშობლოს სჭირდება, პირველი ვიქნები ვინც შენი კუბოს სასახლის დასაჭედად მოვა, პოლიტიკური სასახლის რა თქმა უნდა.

ორი თავდებობა არსებობს ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ორივეს დროს არის ჩემი მშობელი თავდები და შენ გეგონა, შე ჩარჩო, რომ დამოუკიდებლობისთვის შენ ხუთი ათას ლარზე გავიყიდებოდით ოჯახი? არავინ არ გაიყიდება საქართველოში, არც გაბედოთ ამაზე ფიქრი.“, – თქვა ჩარკვიანმა “მთავარი არხის” ეთერშიი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი