დღევანდელი შეხვედრის მიზანია პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა – არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის  განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზანი ყრილობისთვის მზადებაა და არა იმ საკითხების გადაჭრა, რაც პარტიაში შიგნით არსებობს.

“პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის, რომელიც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული”, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობის პარლამენტის სპიკერატის წარმომადგენლებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის დაწყებამდე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი.

„ინფორმაცია მაქვს, ვინ დაესწრება, მაგრამ ამაზე შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ”, – დასძინა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შიდა პარტიული კონსულტაციები დაწყებულია უმრავლესობის სხდომის გაფართოებულ ფორმატში ჩატარების თაობაზეც.

“არაერთი შეხვედრა გაიმართა და უახლოეს პერიოდში ეს საკითხები იქნება ამოწურული. უმრავლესობის დიდ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინი შექმნილი, რომ თითქოს, ეს ერთი შეხვედრა მიეძღვნება იმ საკითხების გადაჭრას, რაც პარტიაში შიგნით არსებობს. ეს ასე არ არის. უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი