“მინდა პირადად ჩავხედო თვალებში და მისგან საჯაროდ მივიღო დაპირება” – ბაჩალიაშვილის დედას გახარიასთან შეხვედრა სურს

თამარა


თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.

როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი კამერების ამოღებასთან დაკავშირებით შსს-ს ჯერ პასუხი არ აქვს და ამ საკითხზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბაჩალიაშვილის დედა კვლავ მოითხოვს გახარიასთან შეხვედრას.

„ისევ მივიღეთ დაპირებები და მე ისევ მსურს გახარიასთან შეხვედრა. მინდა პირადად თვალებში ჩავხედო და მისგან საჯაროდ მივიღო დაპირება, რომ გამოძიებული იქნება ჩემი შვილის საქმე. გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეა, რაც გადმოიბარეს ეს საქმე და დრო სჭირდებათ, რომ გაეცნონ მასალებს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

დაწერე კომენტარი