“შეწყვიტეთ სანამ დროა!” – თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აფრთხილებს

თამარ ჩუგოშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა.

“ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!” – წერს თამარ ჩუგოშვილი.

დაწერე კომენტარი