შეწყვეტილი მაუწყებლობა და ევაკუირებული თანამშრომლები – აჭარის ტელევიზიაში ხანძარია

ხანძარი-აჭარა ტვ

აჭარის მაუწყებელის მუშაობა ხანძრის გამო შეფერხებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მაუწყებლობა ავრცელებს.

“12:40 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო.

დამწვარია ე.წ. ამომრთველი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რამდენიმე წუთში მივიდნენ და შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა დაკვამლიანების კერა მალევე იპოვეს.

ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან პოლიციისა და “ენერგო პრო-ჯორჯიას” წარმომადგენლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ტელეკომპანიას და როდის განახლდება მაუწყებლობა.

სავარაუდოდ, ეთერში ვერ გავა 15:00 საინფორმაციო გამოშვება.

რამდენიმე წუთით შეფერხება იყო რადიოშიც, თუმცა მაუწყებლობა მალევე აღდგა” – აღნიშნულია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
დაწერე კომენტარი