შეწყდება თუ არა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე – რას ამბობენ პროკურატურაში

თემირლან მაჩალიკაშვილი

საქართველოს პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმნაციის თანახმად, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.

როგორც გამოცემისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

დაწერე კომენტარი