პრეზიდენტი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ბარნოვის ქუცაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საგანგებო ბრიფინგს მართავენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის შეძრწუნებულია მკვლელობით და საზოგადოებას კითხვები სრულიად ლეგიტიმურად გაუჩნდა.

2014 წელს ეჭვმიტანილმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავის მეუღლის მიმართ, მაშინ არ დაუკავებიათ და დააკავეს მოგვიანებით ავარიის გამო. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, მაშინ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შევიდა რამდნეიმე მნიშვნელოვანი საბუთი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემიდან მსჯავრდებულის კარგი დახასიათება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითი დასკვნები, თავად მსჯავრდებულის აღიარება და მისი ოჯახის გამოხატული სურვილი, რომ ის გაეთავისუფლებინათ. პრეზეიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით მეტ დეტალს ვერ გაასაჯაროებს.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, – ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი