„შეძრული ვარ დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით”- ირაკლი კობახიძე ბარათაშვილის ქუჩაზე 14 წლის მოზარდის დაღუპვაზე

კობახიძე ირაკლი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს:

„შეძრული ვარ დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, რომელმაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და მისი თანატოლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უდიდესი საფრთხე შეუქმნა.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს.

მთელი გულით თანავუგრძნობ გარდაცვლილი ასლან მამედოვის ოჯახს, პედაგოგებს და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“- ნათქვამია კობახიძის მიმართვაში.

დაწერე კომენტარი