„შეცდომები გვაქვს დაშვებული” – “საქნახშირის” გენერალური დირექტორი მეშახტეებს შეხვდა

„საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს მეშახტეებმა საკუთრი მოთხოვნები გააცნეს. მუშები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. მეშახტეების თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ტრაგედიები და ისინი მოქმედ ხელმძღვანელობასთან აღარ იმუშავებენ. მეშახტეები ხვალ ტყიბულის მუნიციპალიტეტთან აქციის გამართვას გეგმავენ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16 კაცი გარდაიცვალა, ამ კადრს ვუცხადებთ უნდობლობას. ჩვენი თხოვნაა, ეს პასუხისმგებლობა აიღოთ და ეს კადრი ახლით ჩანაცვლდნენ. მე და მთელი მეშახტეები ვიქნებით პასუხსიმგებელნი, რომ გავალთ სამსახურში… ეს სისხლის მსმელები ვერ გაძღნენ, თქვენ რამდენსაც გატყუებენ, იმდენი გამარჯვება ჩემს შვილს. თქვენ ვერ გებულობთ, რამდენს გატყუებენ და ეს ხალხი წყდება,“- აცხადებენ მეშახტეები.

„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და შეცდომები აღიარა.

„შეცდომები გვაქვს დაშვებული, გასაყვანი მანძილიდან ხალხი ვერ გავიყვანეთ, ავაფეთქეთ და არ იყო ყველა გაფრთხილებული, ეს ჩემი ვარაუდებია. სრულყოფილად გამოძიება იტყვის. იქ ცვლის უფროსი იყო უბნის, ვისაც ეკუთვნოდა ხალხი და უბანი, იყო ვინტილაციის ცვლის უფროსი, უსაფრთხოებაც ეხებოდა, იყო ამფეთქებელი, იყო კიდევ შვიდი მუშა,“- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მინდელი სახელობის შახტი, სადაც სამი დღის წინ ტრაგედია დატრიალდა, ისევ დალუქული რჩება. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი საკუთარ გადაწყვეტილებას აუქმებს და პრემიერის განკარგულებას ასრულებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეშახტეებს შახტში ჩასვლას და სამუშაოების შესრულებას აღარ სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მეშახტეებს მან თავად მიაწოდა, რომლებსაც ეზოში შეხვდა.

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი