შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებით – დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითი საკითხია“,- წერს დონალდ ტუსკი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს იგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

loading...

პოპულარული

„როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო კორონა ვირუსთან ბრძოლისას, უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად... აქ ადამიანების სიცოცხლე დგას სასწორზე!“ - ქართული კარანტინის სკანდალური ისტორია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსმა ნიუ იორკი გაანდგურა - გადარჩება თუ არა აშშ-ს სხვა ქალაქები?
ავსტრალიელი მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლას პარაზიტების გასანადგურებელი წამლით იწყებენ
დაწერე კომენტარი