“შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ”- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და გამოვლენილი დარღვევების გამო შეშფოთება გამოთქვა:

“აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს მომავალი ნატოში. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა რეფორმებში, განსაკუთრებით თავდაცვის სექტორში და დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა.

მოხარულები ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. შეშფოთებას გამოვთქვამთ მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო, რაც ამ არჩევნებში ვნახეთ, მაგრამ ყურადღებით დავაკვირდებით როგორ მოხდება ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაცია და ვფიქრობ, რომ მომდევნო წლის პირველი ნახევარი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის გამოცდა იქნება” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი