„შეყვარებული დაუნდობლად მოუკლა, ბიჭი კი სიკვდილს ებრძვის“ – ცნობილი გახდა კახეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი

პოლიცი

22 იანვარს კახეთში, სოფელ კისისხევში  სასტიკ მკვლელობასა და  მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ  46 წლის ჯარჯი არაბულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი  28 წლის ქალის დეა ფარსადანაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო მისი შეყვარებულის  36 წლის მამაკაცის დაჭრა. 

სხდომაზე პროკურორმა მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

უფლებადამცველმა ლალი ჩაველაშვილმა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისი თქმით, მომხდარს ნანობს და მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია, ვინაიდან მომხდარის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილობრივები კი „რეზონანსს“ ამ სასტიკი დანაშაულის ახალ დეტალებს უყვებიან. მათი თქმით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა თითქოს მოკლული ქალი და დამნაშავე მანამდე ერთმანეთს იცნობდნენ და ეს სასტიკი დანაშაული ეჭვინაობის ნიადაგზე მოხდა. 

მათი ინფორმაციით, მოკლული დეა ფარსადანაშვილი დაჭრილი 36 წლის მამაკაცის  შეყვარებული იყო და მის სანახავად თელავიდან სოფელ კისისხევში  ჩავიდა. კომენდატის საათის გამო კი მან სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო. დაჭრილი მამაკაცი ადგილობივია, რომელსაც სოფელში ფერმა აქვს და ბრალდებული მასთან სტუმრად მიდიოდა.

ბრალდებული სოფელში არსებულ თევზის  საგუბარს მეთვალყურეობდა და იქვე მეზობლად მდებარე ფერმაში მიდოდა ხოლმე. კისისხეველები გამოცემასთან ამბობენ, რომ მამაკაცი ადრეც მკვლელობის გამო არის ნასამართლევი და ის 10 წელი ციხში იჯდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ფერმის მეპატრონემ მას შეყვარებულთან ერთად უმასპინძლა. სავარაუდოდ, ბრალდებულს გოგონა მოეწონა, რის გამოც მასპინძელს და მას შორის ჩხუბი დაიწყო. მან კი მაგიდაზე დადებული დანა აიღო და ახალგაზრდა კაცის დაჭრა დაიწყო. გოგონა კი შეყვარებულის დაცვას ცდილობდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მასაც მიაყენა.  

„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია გავცელდა, თითქოს ადგილი ეჭვიანობას ჰქონდა და გოგონა ამის გამო მოკლა. ხაზი იმასაც გაესვა, რომ ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით მის მიმართ გამოირჩეოდა. 

“სიმართლე კი ის არის, რომ შეყვარებულის სანახავად მისული გოგონა ამ უბედურებას გადაეყარა. ეს კისისხეველი ბიჭი მშრომელი და პატიოსანი ადამიანია. შეყვარებული ბიჭის  სანახავად სოფელში  ჩამოვიდა. კომენდატის საათის გამო კი სახლში ვეღარ დაბრუნდა. 

“ეს არაადამიანი კი აქ თევზის საგუბარია და იქ ყარაულობდა. ამ კისისხეველ ბიჭთან მიდიოდა და მასაც  უბედური რომ იყო, ეცოდებოდა და ერთ-ორ ლუკამას აჭმევდა. მადლობა კი ასე გადაუხადა. შეყვარებული  დაუნდობლად მოუკლა, ბიჭი კი  სიკვდილს ებრძვის. 

“კაცი მოკლული ადრეც ჰყოლია და 10 წელი აქვს მოხდილი. ან ეს გარეთ ვინ გამოუშვა. სტუმრად მისულა და ეს ლამაზი გოგო რომ დაინახა, მოწონებია. ამაზე შელაპარაკებულან. 

“ამას კიდევ მაგიდაზე დებული დანა აუღია და მისი დაჭრა დაუწყია. გოგომ შეყვარებული არ მიატოვა და მის გადარჩენას ცდილობდა. მასაც არაადამიანურად ჩეხვა დაუწყო და ანგელოზივით გოგო სასიკვდილოდ გაიმეტა. 

“თურმე საქონელი უნდა გაეყიდათ  და ცხოვრება მოეწყოთ, ამ ცხოველმა კი სიცოცხლე მოუსწრაფა. ბიჭიც მძიმე მდგომარეობაშია და არავინ იცის, გადარჩება თუ არა“,-აცახდებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც 20 წლამდე  ან  სამუდამო პატიმრობას გულისხმობს. 

რეზონანსი

დაწერე კომენტარი