“შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!” – ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება

“ცეკვავენ ვარსკვლავები“ გუშინ თორნიკე კვერენჩხილაძის და ანი ჯავახის წყვილმა დატოვა. მათთან ერთად პროექტს საკუთარი ნებით ტოვებს ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ლალი მოროშკინამ პროექტში მონაწილეობის გამო ათი კილოგრამი დაიკლო და განსაკუთრებული მონდომებაც ჰქონდა, ცეკვაც მალე აითვისა და მაღალ შეფასებებსაც იღებდა, მაგრამ მოულოდნელად პროექტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დეტალების გასარკვევად “რეიტინგი“ ლალი მოროშკინას დაუკავშირდა.

– ქალბატონო ლალი, თქვენი პოსტი წავიკითხე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
– როგორც ჩანს არეულია მონასტერი, დაპირისპირებაა ქართველ და უკრაინელ ქორეოგრაფებს შორის. ჩერტკოევს თავისი ქმედებებით უნდა საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვა. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო უზნეობის პიკი, ზაკმა თქვა ჩავიფსიო და ჩერტკოევიც აყვა. მე “ჯეოსტარელი“ და დამწყები არ ვარ. როდესაც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, მთელი რიგი პირობები იყო წინასწარ შეთანხმებული, აქ ცეკვის კუთხით ჩემი დონის ადამიანები უნდა დამხვედროდნენ, დაცული უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. მაგრამ ეს და მთელი რიგი პირობები დაირღვა. გვინდოდა ლამაზი შოუ გვეჩუქებინა ქვეყნისთვის, მაგრამ პროქტი გადადის უზრდელობაში. როცა გოჩას და ზაკის გადასაწყვეტია, რაღაცეები ჩემს ქვეყანაში, იქ ჩემი ადგილი არ არის და მე დავტოვე პროექტი.

შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია მე და მითუმეტეს იასამნისფერწვერიანი კაცისგან როგორ მოვითმენ? მე ვარ ვარსკვლავი, არ ვარ დამწყები ადამიანი, სწორედ ეს ვერ გაიგო რამდენიმე კაცმა, მაგრამ ჩერტკოევმა ეს როგორ უნდა გაიგოს, როცა იმედმა და ორმა კაცმა გახადა პოპულარული.

უპრეცედენტო კონკურსანტები ყავდა წელს ამ პროექტს, მაგრამ ბაბუაწვერას გადააყოლეს ყველაფერი.

სრულად ნახეთ: “კვირის პალიტრაზე”

loading…

პოპულარული

ვერაზე მომხდარ სროლას, წინ სისხლიანი გარჩევა უძღვოდა - დაჭრილია მამაკაცი, საქმეში კი სავარაუდოდ ექსპრეზიდენტის სიძის მეგობრები ფიგურირებენ
დაკეტილი ჯვრის მონასტერი - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოწესრიგდეს გარე-მოვაჭრეთა საქმიანობა
უკრაინის ავტოკეფალიაზე სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე განცხადებას ინგლისურ ენაზე ავრცელებს
გადასახადის დაწესება ბიზნესისთვის - მოქალაქეები საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ
დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ციტრუსის ტონობით მოსავალი გადაყარონ - გლეხების განცხადებით მანდარინის 90% გაფუჭებულია
"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ... გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა (ფოტოები)
ვინ არიან 19 და 21 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისთან მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ - ფოტოები
"ჩემი ცოლი თუ მოგიყვანო ბოზიშვ…" - ვინ არის გინეკოლოგი თბილისიდან, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა
"როგორი მახე დაუგეს ნარმოს..." - "მხოლოდ ქართულის" სკანდალური ნახევარფინალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი