შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რაც მისი საქმე არაა, იქ ჭკუას ნუ გვასწავლის – გამყრელიძე ვაშაძეზე

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს თავისი განრიგი აქვს და ტესტს ყველას გაუკეთებენ, ვისაც ეს სჭირდება. მისი თქმით, თუ ვინმეს მხარში ამოდგომა უნდა ეს კარგია, ოღონდ არა მითითებებით. ამ თემასთან დაკავშირებით მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ბატონი გიორგი ვაშაძე ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, მომწონს ხანდახან მისი გამოსვლები, რიტორიკა, კარგად მსჯელობს, მაგრამ ის, ბოდიშით და რაც მისი საქმე არაა, იმაში მოდით ჭკუას ნუ გვასწავლის. სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი”, — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამერიკაში სწრაფი ტესტები ექიმის რეცეპტის მიხედვით კეთდება და პასუხი, რომელსაც დონალდ ტრამპი 48 საათის განმავლობაში ელოდა, საქართველოში უფრო სწრაფადაა ხელმისაწვდომი.

დღეს, 23 მარტს გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში, მისი თქმით, კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტი გაიკეთა. როგორც ვაშაძე ამბობს, სწრაფმა ტესტებმა წარმატებით იმუშავეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც სამხრეთ კორეაა. ის, საქართველოს მთავრობას სთხოვს, რომ ეს ტესტები ქვეყანაში ჩამოიტანოს, რათა ყველას შემოწმება მოხერხდეს.

პრმიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სწრაფი ტესტები პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის”, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს, შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს. მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტები პანაცეა არაა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანა 24 მარტიდან დაიწყება.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერებმა ზუსტი ტემბერატურა დაადგინეს
დაწერე კომენტარი