“ნიღბიანები შეუვარდნენ, საწოლიდან გადმოაგდეს, სასტიკად სცემეს, აწამეს მამამისი, ასევე ნაცემია დედაც” – ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან ძანძავას ნათესავი

სოფელ პირველ ოტობაიადანოკუპანტების მიერ 30 წლის ლევან ძანძავას გატაცების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ძანძავას სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეუვარდა. ირაკლი ბახტაძის თქმით, ნიღბიანმა პირებმა სახლში ხელყუმბარა მიიტანეს, რაც შემდეგ დაკავების საფუძვლად გამოიყენეს.

ბახტაძე „კურიერს“ უყვება, რომ წინააღმდეგობის შემდეგ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ძანძავას მშობლებსაც. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ძანძავაუკვე თავისუფალია.

„სპეცრაზმელები, რომლებიც ნიღბებში იყვნენ გამოწყობილები, რამდენიმე ადამიანი შეუვარდა ლევანის ოჯახს. როგორც მიყვებიან, მათ დადეს ხელყუმბარა, რომლის მეშვეობითაც ლევანი საწოლიდან გადმოაგდეს, შემდეგ გაიყვანეს გარეთ და სასტიკად სცემეს. როდესაც მამამისმა წინააღმდეგობა გაუწია, დაადეს ხელბორკილები, რომელიც ლევანის გვერდით სასტიკად აწამეს. დედამისიც არის ნაცემი. ლევანის დაუდეს ხელყუმბარა იმისათვის, რომ აეყვანათ, თუმცა ამ ეტაპზე ლევანი უკვე გათავისუფლებულია,“-განაცხადა ლევან ძანძავას ნათესავმა ირაკლი ბახტაძე.

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი