ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კონსტიტუციური სასამართლოს შენობამდე მივიდნენ, სადაც მათ პოლიციელებმა გზა მავთულხლართებით გადაუკეტეს. NEWS.am-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შავი ჩაი ასკილით

ამასთან, აქციაზე დემონსტრანტების ლიდერი, პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საბჭოს წევრი ნიკოლ ფაშინიანი დაშავდა.

პარლამენტის დეპუტატის ლენა ნაზარიანის განცხადებით, ფაშინიანმა ხელისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო და ახლა ის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

„რადიო თავისუფლებასთან“ კომენტარში ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ის მომიტინგეებს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ერევნის ცენტრში აქცია დილიდან იმართება. აქციის მიზანია პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.

 

loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი