შესაძლოა, ბაჩალიაშვილი კონსპირაციულ შეხვედრაზე ჩამოსულიყო – ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს შემთხვევის ადგილამდე მისასვლელ ფარულ გზას

gza

ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – 23 წლის დაღუპული პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, საკალმახე „ალგეთიდან” ავტომობილი სოფელ მაწევანის წყეში მიიტანეს.

ადვოკატემაქვემო გოლთეთიდან ალგეთიკენ, სადაც ბოლო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საკალმახის ტერიტორიაზე გზა იპოვნეს, სადაც მანქანის გადაადგილება შეიძლება.

გამოძიება კი ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ცენტრალური გზით არის მანქანით გადაადგილება შესაძლებელი.

მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ქვემო გოლთეთში იმყოფებოდნენ.

მათი ინფორმაციით, გზა, რომელიც თავად აღმოაჩინეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ევაკუატორმა და ავტომობილმა გაიარონ დახურულ საკალმახემდე.

​ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თამარ ბაჩალიაშვილი „ვილა ალგეთში” კონსპირაციულ შეხვედრაზე ჩამოსულიყო და ამ გზით მაწევანამდე გადაეყვანათ.

იმ ადგილას არ არის კამერები და სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

ადვოკატებს ამ მოსაზრებას უმყარებს ამ სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაცია, რომ ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი სწორედ ამ ადგილას იმყოფებოდა და სოფლიდან გასასვლელს მათთან კითხულობდა.

„რა გზაც ვიპოვეთ, ავტომობილს თავისუფლად შეეძლო გასულიყო გოლთეთიდან საკალმახემდე. ორი ადგილობრივი ამბობს, რომ მათ თამარ ბაჩალიაშვილი ნახეს და ის გასასვლელ გზას ეძებდა.” – ამბობს ადვოკატი ქობესაშვილი. 

დაწერე კომენტარი