განგაში ბათუმის სასტუმრო “შერატონში” – პოლიცია ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდა

პოლიცია

ბათუმში სასტუმრო “შერატონში” გვიან ღამით განგაში გამოცხადდა. 112-ში ანონიმური ზარი შევიდა, რომ სამორინეში “მშვიდობა” ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული.

გამნაღმველები ასაფეთქებელ ნივთიერებას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა, ვერაფერი აღმოაჩინეს. მენეჯერის ინფორმაციით, შენობიდან ყველა სტუმარი და თანამშრომელი გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო ბრიგადები.

კაზინოს მენეჯერი შოთა ამირანაშვილი ვარაუდობს, რომ ცრუ შეტყობინება კონკურენტებმა ან განაწყენებულმა მოთამაშემ გააკეთა.

ნიუპოსტი

loading...

პოპულარული

როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი