შენ თვითონ ხომ იცი, რომ მატყუარა ხარ? განა დავალებას არ ასრულებ? დაფიქრდი, იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდები – მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს მიმართავს

მეუფეები

შენ თვითონ ხომ იცი, რომ მატყუარა ხარ? განა დავალებას არ ასრულებ?”, – ამ სიტყვებით მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მეუფე პეტრეს.

მთავარეპისკოპოსის თქმით, მეუფე პეტრეს გარკვეული ძალები იყენებენ და ის ქვეყნის მოღალატედ ყალიბდება.

“უკვე მარტო კაცის მაგინებელი აღარ ხარ, დაფიქრდი იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდები, მასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი, ჩვენ რა არ ვიცით მის უკან ვინ დგას. მერე გამოვლენ და ჩემზე იტყვიან, მაგას რა ალაპარაკებსო, როგორ მოიქცაო. გახსოვთ ალბათ, წელიწად ნახევრის წინ, გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, რომ არაქრისტიანიც არ უნდა იქცეოდეს ასე. მე მოვინანიე.”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დაწერე კომენტარი