“მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, შენი შვილი უკვე მიწაშიაო” – ბარნოვზე მოკლული გოგოს დედა

“ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო”, – ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა “აიპრესთან” ტრაგედიის დღეს დეტალურად იხსენებს.

“მე და ჩემი შვილი დაახლოებით 4 საათისთვის დავშორდით ერთმანეთს. ის ბავშვების წამოსაყვანად უნდა წასულიყო ბაღში, მე კი ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. იქიდან რომ მოვდიოდი, დავურეკე, გული ცუდს მიგრძნობდა, დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან გააფუჭა სპეციალურად.

თაკოს რომ ველაპარაკე მითხრა ეხლა უნდა ავიდე სახლში დედაო, ექვსი საათი ხდებოდა, მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა. ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო ყველგან. მერე გაიხსენეს ბავშვებმა სახლში, რომ შევედით ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. ამ არაკაცმა ბავშვები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა.” – განაცხადა  გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

loading…

პოპულარული

ამომრჩევლის მოსყიდვის მასობრივი შემთხვევები - გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს
პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნა - ოპოზიცია განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს
„აუცილებლად უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“ - ბაჩუკი ქარდავა პედაგოგებზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
ბახტაძე მიდის, ვინ გახდება პრემიერი - გახარია თუ ცქიტიშვილი? - რა ინფორმაცია ვრცელდება კულუარებში
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
პირადობის მოწმობებს დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი მისი დაბადების რიცხვის მიხედვით
დაწერე კომენტარი