„შენი შვილი დიდხანს ივლის “პერედაჩებით” – მეგი გოცირიძე თეა წულუკიანს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბულინგის ერთგვარ ობიექტად იქცა.

ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდმაჭერები მას ციხეს უწინასწარმეტყველებენ. ასეთი შინაარსის ერთ-ერთი პოსტი მეგი გოცირიძესაც ეკუთვნის.

„წულუკიანო, საქმეს რომ  იმძიმებ, შე უბედურო და შენი შვილი დიდხანს  რომ ივლის პერედაჩებით ,წარმოუდგენელია  ეს არ გესმოდეს  და რად გიღირს ეს ყველაფერი, რად გიღირს უდედოდ შვილის მიგდება, ვერ ვხვდები“, – წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად გადაიფორმა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი