უბედური შემთხვევა ქობულეთში – მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

პოლიცია

უბედური შემთხვევა ქობულეთში – მშენებლობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ლიფტის შახტაში ჩავარდა.


ადგილობრივების თქმით, დასაქმებულებმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, სავარაუდოდ, ლიფტის შახტაში ჩავარდნისას მიიღეს.

ქობულეთის საკრებულოს წევრი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა თავის დროზე მთელი რიგი დარღვევების ფონზე მოხდა. მერაბ ცინცაბაძე ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავსი საკითხების მიმართ, სათანადო ყურადღებას არ იჩენს.

მშენებლობაზე დაშავებული მუშა, რომელიც შემთხვევას გადაურჩა, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი, შოკურ მდგომარეობაში, ხერხემლის მალის მოტეხილობით შეიყვანეს და გამოკვლევები კვლავ უტარდება.

ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “კრისტალ ბილდინგი” ახორციელებს.

პოპულარული

პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი