“ერთი მოხუცი ქალბატონის ინტერვიუ ვნახე ხურვალეთიდან…შემზარა…საკუთარი სიმშვიდისთვის და მათხოვრული მყუდროებისთვის…”

ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ერთი მოხუცი ქალბატონის ინტერვიუ ვნახე ხურვალეთიდან… 
შემზარა… არა ამ ქალბატონმა, არამედ მისმა დაჩაჩანაკებულმა მდგომარეობამ, იმდენად დაჩაჩანაკებულმა რომ ორი დღე დარჩენია საიქიომდე (ყველა წამსვლელები ვართ) და საკუთარი სიმშვიდისთვის და მათხოვრული მყუდროებისთვის შვილების და შვილიშვილების მომავალს წირავს – წაიღონ ჩემი ეზოც რუსებმა ოღონდ მშვიდობა იყოსო… 
ცოდოა ეს ქალბატონი, ძალიან ცოდო… ისევე როგორც ყველა, ვინც შეიძლება სკოლაში ისწავლა “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, მაგრამ რას ნიშნავს ეს აფორიზმი, ვერ გაიგო. ვერ გაიგო ერთი უბრალო მიზეზის გამო – შიშმა, გადაულახავმა შიშმა დაუბინდა გონება და ამ შიშის გამო მხადაა ყელი გამოღადროს ნებისმიერს, ოღონდ არა მტერს, ნებისმიერს, ვინც მას მონურ მყუდროებას ურღვევს. 
შიში ყველა ბოროტების სათავეა. 
შიში არის ის რაც ყველა ადამიანს აქვს და თუ ვერ გადალახავს, ის აღარაა ადამიანი.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
აღაიანში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა
დაწერე კომენტარი