“შემდეგ ხელისუფალს სრული საფუძველი ექნება მისი სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებისთვის” – გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი-ივანიშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“კონსტიტუციით პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეზღუდებათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება. ეს სწორია, რადგან ისინი საქართველოს სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებში არ უნდა იყვნენ შეზღუდულები სხვა სახელმწიფოს მიმართ დადებული ფიცით. ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ სამივე ინსტიტუციური ლიდერის გადაწყვეტილებებში მონაწილეობს კარგ შემთხვევაში და ხშირად მათ ნაცვლადაც იღებს გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ის დგას კონსტიტუციური წესრიგის მიღმა… ან მაღლა.. ეს კი, თავის მხრივ, არის მძიმე დანაშაული ჩვენივე კონსტიტუციის მიხედვით.
რა უნდა ქნას?
უნდა დათმოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და დაბრუნდეს პრემიერად.
ყველა სხვა შემთხვევაში, ადრე თუ გვიან მაინც აღდგება კონსტიტუციური წესრიგი და შემდეგ ხელისუფალს სრული საფუძველი ექნება მისი სახელმწიფო დამნაშავედ გამოცხადებისთვის. ” – გია ხუხაშვილი.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი