“შემდეგი ეპიდემიისთვის მზად არ ვართ”_რა იწინასწარმეტყველა ბილ გეითსმა 2015 წელს

2015 წელს, “TED talks” – ის ერთ-ერთ ვიდეოში, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა იმ მომავალ საფრთხეზე ისაუბრა რის წინაშეც კაცობრიობა სწორედ ახლა დგას.


“როდესაც პატარა ვიყავი, უბედურება რისიც გვეშინოდა იყო ატომური ომი,სწორედ ამიტომ სარდაფებში ვიმარაგებდით საჭმელს და წყალს. ჩვენი გეგმა იყო, რომ როდესაც ომი დაიწყებოდა, მიწისქვეშ ჩავსულიყავით და მომარაგებულ რესურსზე გვეარსება, დღესდღეობით კი უდიდესი რისკი გლობალური კატასტროფისა , არა ატომური აფეთქება, არამედ ვირუსია. თუ არსებობს რაიმე რაც 10მილიონ ადამიანს მოკლავს მომდევნო რომელიმე ათწლეულში, ეს დიდი ალბათობით ვირუსია და არა ომი. მიკრობები. სამწუხარიდ ჩვენი მასშტაბური რესურსები ატომური ომისათვის მზადებასი დაიხარჯა, ამიტომაც შემდეგი ეპიდემიისთვის მზად არ ვართ”_თქვა მან.


გამოსვლისას ბილ გეითსმა ებოლას ვირუსზე ისაუბრა. ისაუბრა იმაზე თუ როგორი მოუმზადებელი იყო ამ ყველაფრისთვის მსოფლიო და ახსენა რომ ამ ყველაფერმრა 10 000ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისი თქმით სამყარო შემდეგი გამოწვევისთვის მზად არ არის და ებოლას შემთხვევაში უბრალოდ გაგვიმართლა. ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით არ ვრცელდებოდა და მასშტაბურად არ მოდებია ყოველ ადგილს. ბილ გეითსის აზით, აუცილებელია გავძლიერდეთ მედიცინის მხრივ და შევემზადოთ.

“შემდეგ ჯერზე შესაძლოა ასე აღარ გაგვიმართლოს. ნებისმიერი სრულიად ჯანმრთელი ადამინი შეიძლება დაინფიცირდეს, შესაძლოა ვირუსის წყარო ბუნებრივი ეპიდემია გახდეს ან თუნდაც ბიოტერორიზმი. უამრავი ფაქტორია რასაც ყველაფრის გაუარესება შეუძლია… ებოლას ეპიდემიას ერთი დადებითი შედეგი ჰქონდა. ეს იყო გამოსაფხიზლებელი ზარი, გაფრთხილება. თუ ახლავე დავიწყებთ , შეგვეძლება შემდეგ ეპიდემიას მზად დავხვდეთ”_თქვა ბილ გეითსმა.

loading...

პოპულარული

"როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს?! როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი" - მელია გოგაშვილის თავდასხმას პასუხობს
"მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედ****ულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?" - სუს-ის ყოფილი უფროსი ანზორ მელიას და ქართველ ექიმებს თავს ესმის
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
დაწერე კომენტარი