“შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა… ხეების გადარგვა” – კალაძე

დღეიდან  ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძის პროექტი იწყება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შავი ჩაი ასკილით

მისივე თქმით, პროექტის დასრულებას 5 თვე დასჭირდება, ხოლო პროექტი დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება.

კახა კალაძის თქმით, აუცილებელია, დედაქალაქში ურბანული პრობლემები მოწესრიგდეს. მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნულმა პროექტმა კრიტიკა გამოიწვიოს თუმცა, კალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებების მიღებას არ უნდა მოერიდოს.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას შეიძლება საჭირო გახდეს მიმდინარე მშენებლობების შეჩერება, ხეების გადარგვა ან სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება.

„ჩვენ ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც იყო 50 წლის წინ, როცა რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში. შესაბამისად, გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს დედაქალაქში.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, შეიძლება მოგვიწიოს ნებართვების არ გაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და შესაბამისად, არ მოგვერიდოს გადაწყვეტილებების მიღება”,- განაცხადა კალაძემ.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი